ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოპერატორი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ვაჟა-ფშაველა
- გამოცდილება
- სასურველია საკრედიტო აქტივების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
- მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;
- ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;
- მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
- პორტფელის სისტემური მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება: სასურველია საკრედიტო აქტივების და/ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები;
გთავაზობთ:
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფას + ყოველთვიურ ბონუსს;
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველა
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: info@dizi.ge. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
