უსაფრთხოების თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
- მისამართი
- თბილისი, ნიკოლაძის 12
- სამუშაო გრაფიკი
- სამ დღეში ერთხელ, 24 საათი
- ბენეფიტები
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს · პროფესიული ზრდის შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის.
ფუნქცია მოვალეობები:
- სასტუმროში წესრიგის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- სასტუმროში არსებული მატერიალურ ტექნიკური ფასეულობების დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვა
- ნებისმიერ არეულობაზე, კონფლიქტზე რეაგირება
- ცვლის განმავლობაში აწარმოოს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის
- საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან
- პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში
- კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
- პერიმეტრის სისუფთავეზე ზრუნვა
- მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
საჭირო ცოდნა / უნარ ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება 1300 ლარი
გრაფიკი სამ დღეში ერთხელ, 24 საათი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727, გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო"
გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
