სკოლა ალბიონი
დაცვაუსაფრთხოების თანამშრომელი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 250 ₾
- ქალაქი
- ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64
სრული აღწერა
შპს "არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის (სართულის დაცვა, მანდატურის ფუნქციით) თანამდებობაზე.
საშტატო ერთეულის რაოდენობა: 2 (სასურველია გენდერული ბალანსის დაცვა)
ხელფასი 1250 ლარი;
მოვალეობები:
- სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა და მოსწავლეთა უსაფრთხოების ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი.
- უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევებზე უშუალო და ოპერატიული რეაგირება.
- კონფლიქტური და რისკის შემცველი სიტუაციების მართვა და შესაბამისი რეაგირება.
- მოსწავლეთა და სხვა პირთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის ვიზუალური მონიტორინგი.
- საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მშვიდი გარემოს შენარჩუნება და დერეფანში ზედმეტი მოძრაობის აღკვეთა .
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის.
- საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტური სიტუაციების განეიტრალება კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად.
- მოსწავლეთა მიერ სკოლის შინაგანაწესითა და უსაფრთხოების წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
- ყოველი ინციდენტის შემთხვევაში წერილობით აფიქსირებს ფაქტს და უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას პასუხისმგებელი პირისთვის.
- აწარმოებს მისთვის განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებსა და ანგარიშგებას.
- ახორციელებს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლს.
- მონაწილეობს საგანგებო და სხვა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში
- აწარმოებს მისთვის ფუნქცია-მოვალეობით განსაზღვრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს და ანგარიშგებას.
- ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას ახორციელებს დღის განმავლობაში გამოვლენილი უსაფრთხოებისა და საკითხების შეჯამებას.
- ახორციელებს სკოლის უსაფრთხოების წესებითა და დირექტორის შესაბამისი ბრძანებებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია მის თანამდებობრივ მოვალეობასთან.
შენიშვნა: არჩეულ კანდიდატთან გამოსაცდელი ვადით გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64
ტელ: 2 78 96 11
გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგზავნოთ სკოლის ელფოსტაზე - school.albion@yahoo.com.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
