უსაფრთხოების ოფიცერი / მძღოლი
- მისამართი
- თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 12 საათიანი ცვლა
- ბენეფიტები
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას · მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის · თბილ და მეგობრულ გარემოს
- მთავარი მოთხოვნა
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე
სრული აღწერა
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, უსაფრთხოების ოფიცრისა და მძღოლის პოზიციებზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
უსაფრთხოების ოფიცერი:
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება)
- გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმრო იოტაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით
- უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი
- სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი
- საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა
- უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება
- აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება
- სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა
- სტუმრების დახვედრა/მისალმება, ბარგის გადმოტვირთვა და დაბინავება
- სტუმრების გაცილება დანიშნულების ადგილამდე
- სტუმრებთან ეფექტური და მეგობრული კომუნიკაციის დამყარება და სხვა რელევანტური სახის დახმარების გაწევა
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე
- უპირატესობად ჩაითვლება B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
მძღოლი:
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
- 1400 ლარამდე ანაზღაურება)
- გრაფიკი : 12 საათიანი ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომანქანის მართვა და სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა
- გადაადგილებისას, მგზავრთა უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვა
- ავტომობილის ტექნიკური მომსახურეობა (საწვავით მომარაგება, გარეცხვა, ზეთით გამართვა და სხვა.)
- დათქმულ დროს ავტომობილის დროული მიყვანა დანიშნულების ადგილამდე
- საწვავის ხარჯის სისტემატიური აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
- მართვის მოწმობა (B კატეგორიის)
- მძღოლის ქცევის ეტიკეტის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("უსაფრთხოების ოფიცერი" ან “მძღოლი“), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება) ფიქსირებული ანაზღაურება - 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1400 ლარამდე ანაზღაურება) · ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

