უსაფრთხოების ოფიცერი
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- მისამართი
- ბათუმი, რუსთაველის #40
სრული აღწერა
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე "ბელვიუ რეზიდენს ბათუმში".
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
- გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
- იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
- მოახდინოს კამერების მონიტორინგი;
- ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს;
- უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ბათუმი, რუსთაველის #40
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: 1200 ლარი
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
- ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;
- 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
- დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა "პროგრესში" ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;
კომპანიის შესახებ:
- "ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
