უსაფრთხოების ოფიცერი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, მუხიანის მე-4 ბ მიკრო
- სამუშაო გრაფიკი
- 08:00 - 16:00 · ორშ–პარ (სრული დატვირთვა); შაბათი - მორიგეობით
სრული აღწერა
"პრომეთეს სკოლა-ლიცეუმი" აცხადებს უსაფრთხოების ოფიცრის ვაკანსიას.
სამუშაო საათები: 08:00 - 16:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (სრული დატვირთვა); შაბათი - მორიგეობით
მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის მე-4 ბ მიკრო
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ბავშვებთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
- სკოლაში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- დეტალებზე ორიენტირება
- პუნქტუალურობა
- ბავშვების სიყვარული
უსაფრთხოების ოფიცერი ვალდებულია:
- უზრუნველყოს სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში;
- დირექციისა და ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, არ დაუშვას უცხო პირთა ყოფნა სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე;
- მეორე დღის უსაფრთხოების ოფიცერთან შეთანხმებით, სამუშაო საათებში მუდმივად იმყოფებოდეს სკოლის ფოიეში და თვალს ადევნებდეს კამერების ჩანაწერებს, მაშინ როდესაც მეორე დღის უსაფრთხოების ოფიცერი ახორციელებს მონიტორინგს სკოლის შენობაში ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე;
- მოახდინოს კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და მათი განმუხტვა. ხოლო, სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში 112-ს;
- განახორციელოს სპს "ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთეს" უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისი უფლებამოსილებები;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით hr@promete.ge -ზე.
გამოგზავნილი ინფორმაცია გადამუშავდება და გასაუბრებისთვის შერჩევის შემთხვევაში დაგიკავშირდებით.
წარმატებას გისურვებთ!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
