უსაფრთხოების და მონიტორინგის განყ. უმცროსი სპეციალისტი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი
- ბენეფიტები
- ანაზღაურება - 1200 ლარი · ჯანმრთელობის დაზღვევას · Fitpass
სრული აღწერა
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი:
სამუშაო ადგილი:
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15;
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;
რას გააკეთებ:
- კომპანიის ოფისებისა და საინკასაციო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვიდეო მონიტორინგის განხორციელება;
- სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას შესაძლო დარღვევების გამოვლენა და რეაგირება;
- სამეთვალყურეო სისტემების გამართული მუშაობის კონტროლი;
- ვიდეო-მონიტორინგისა და უსაფრთხოების პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
- შესაძლო რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების მხარდაჭერა;
- მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი შემთხვევების დაფიქსირება და ანგარიშგება;
- ოფისების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია უსაფრთხოების ან ვიდეო მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
- სწრაფი რეაგირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - 1200 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass;
- სხვადასხვა შიდა აქტივობებს: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ,გამოგვიგზავნე რეზიუმე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უსაფრთხოების და მონიტორინგის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

