უსაფრთხოების ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 3 ნოე
- ქალაქი
- ლაგოდეხი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით
- ბენეფიტები
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით) · კომფორტულ სამუშაო სივრცეს
სრული აღწერა
სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე კაბალში.
დასაქმების შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა:
- ჩაერთო ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების მონიტორინგსა და სისტემების პერიოდულ ტესტირებაში;
- თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით გაატარო შესაბამისი ღონისძიებები;
- ჩაერთო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირების პროცესში;
- ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის წარმართო დროული იდენტიფიცირების, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებისა და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებების პროცესი;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.
- სამუშაო გამოცდილება:სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით.
ცოდნა და უნარები:
- სასურველია სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 ნოემბერი, 2026.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- სასურველია გამოცდილება
- 0-დან 1 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

