ურბანული განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 4 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ურბანული განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო
კატეგორია:
ურბანული
განცხადების ბოლო ვადა:
18.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
-სარეკრეაციო ტერიტორიებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისათვის დავალების მომზადება;
-განაშენიანების დეტალურ გეგმებთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნების შედგენა;
-საბაზისო კვლევების, მათ შორის დოკუმენტური კვლევების წარმოება;
-ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია - წარმოდგენილი მასალის განხილვა, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე დარგობრივ სტანდარტებთან, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსურ მოთხოვნებთან. ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
-ქალაქთმშენებლობითი დასკვნის მომზადება კანომდებლობის მოთხოვნების, მოქმედი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიის მახასიათებლების გაანალიზების საფუძველზე.
-მოქალაქეებისათვის როგორც სატელეფონო ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მიწის ნაკვეთებთან ან/და გეგმარებით ერთეულებთან ასევე სხვა ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით;
-ქალაქგეგმარებით და ურბანული გზამკვლევებისა და სტანდარტების შემუშავება;
-Archicad და AutoCAD ფაილებში დოკუმენტაციის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი მასალის ArcGIS მონაცემთა ბაზებში დამუშავება და წერილებზე დანართების მომზადება;
-მიმდინარე საკითხებზე მუშაობა;
-კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
4 წელი
პროფესია:
არქიტექტურის ან/და ქალაქდაგეგმარების ან/და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით;
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებით დამტკიცებული „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულება.
- საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, შესაბამისი საფასურების განაკვეთების, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი“
- „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის №547 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
დავით აღმაშენებლის გამზირი N154
საკონტაქტო ტელეფონები:
511 11 44 46;
საკონტაქტო პირი:
მარიამ კირვალიძე
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- სივრცითი/ურბანული დაგეგმვის მიმართულებებით ან/და არქიტექტურულ/სივრცით/ურბანულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
- სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საბუთები წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
