ურბანისტი
სრული აღწერა
ჩვენ ვართ Studio 9 - all in one არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ქმნის მასშტაბურ და კონტექსტზე დაფუძნებულ არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია საქართველოს ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ფოთში ოპერირებს, სადაც ჩვენი გუნდები რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობენ.
13+ წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 65-ზე მეტ სპეციალისტს და მართავს პროცესს სრულ ციკლად - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რეალიზაციამდე.
სტუდიის პორტფოლიო მოიცავს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ურბანულ გენგეგმებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციასა და კერძო საცხოვრებელ არქიტექტურას.
კომპანიის ვებგვერდი : www.studio9.ge
მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას ურბანისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ქალაქგეგმარებითი პროექტების ჭრილში ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- შედგენილი ესკიზის მიხედვით გრგ/გდგ-ს ალბომის, წინასაპროექტო კვლევისა და საპროექტო წინადადების დამუშავება, მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულეციების გათვალისწინებით.
- რუკების დახაზვა/დამუშავება
- ურბანული დაგეგმვა და დიზაინ კონცეფციის შემუშავება;
- შენობა-ნაგებობების სივრცითი მოდელირება;
- პროექტების მართვა;
- დაინტერესებული, ჩართული მხარეების ინფორმირება, კომუნიკაცია.
- ქალაქგეგმარების მიმართულების პროექტის ვადების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმვის მიმართულებით;
- ურბანული დაგეგმარების ან მსგავს სფეროებში მუშაობის მინიმუმ 4+ წლიანი გამოცდილება;
- გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემები (GIS);
- პროგრამები: (Archicad, AutoCAD, Adobe Photoshop)
პიროვნული თვისებები :
· გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· პუნქტუალურობა;
· კომუნიკაბელურობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Studio 9" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ურბანისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

