უნივერსალური ტექნიკური ოსტატი
- ანაზღაურება
- 1 700 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი – შაბათი · 10:00–18:00
- მისამართი
- სხვადასხვა საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისი
სრული აღწერა
ვაკანსია — უნივერსალური ტექნიკური ოსტატი
კომპანია „სითი მენეჯმენტ გრუპი“ (CMG), რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსების მართვასა და ტექნიკურ მომსახურებას, ტექნიკურ ჯგუფში ეძებს ხელმარჯვე, პასუხისმგებლიან და გამოცდილ ოსტატს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: სხვადასხვა საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი – შაბათი
სამუშაო საათები: 10:00–18:00
ანაზღაურება: 1 700 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯისა და დაზღვევის ანაზღაურებას.
აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატს უნდა ჰყავდეს საკუთარი, ეკონომიური ავტომობილი სხვადასხვა საცხოვრებელ კომპლექსში გადაადგილებისთვის.
━━━━━━━━━━━━━━
ძირითადი მოვალეობები
ელექტროსამონტაჟო სამუშაოები:
ნათურების, ჩამრთველებისა და როზეტების შეცვლა;
განათების სისტემებში მცირე გაუმართაობების აღმოფხვრა;
ელექტროგაყვანილობის მცირე სარემონტო სამუშაოები.
სანტექნიკური სამუშაოები:
წყლის ონკანების, შემრევებისა და ვენტილების შეცვლა;
წყლის გაჟონვის აღმოჩენა და მცირე დაზიანებების აღმოფხვრა;
მილებისა და სანტექნიკური შეერთებების შეკეთება;
სიფონებისა და წყალგამტარი სისტემების გაწმენდა.
სამღებრო და მცირე სარემონტო სამუშაოები:
კედლებისა და ჭერის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება;
მცირე მოცულობის შპაკვლა;
კედლებისა და სხვა ზედაპირების შეღებვა;
მცირე ბზარებისა და დაზიანებების აღდგენა;
კარების, საკეტების, ანჯამებისა და სხვა მცირე ელემენტების შეკეთება.
━━━━━━━━━━━━━━
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ელექტროობის, სანტექნიკისა და სამღებრო სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა;
ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
დამოუკიდებლად მუშაობისა და ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
━━━━━━━━━━━━━━
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
579 203 070
598 945 422
გელოდებით ჩვენს გუნდში!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- კატეგორია
- ხელოსნები, სპეციალისტები
- სამუშაოს ტიპი
- ადგილზე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
