უნივერსალური მოლარე - შემფასებელი
სრული აღწერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელიექსპრესი“ გიწვევს გუნდში!
გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ადამიანებით იქმნება - ადამიანებით, რომლებსაც აქვთ განვითარების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და საერთო წარმატებაში წვლილის შეტანის მოტივაცია. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, რომელიც წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების საფუძველია.
ამჟამად ვეძებთ უნივერსალურ მოლარე-შემფასებელს თბილისში, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და სურს პროფესიულ გარემოში მუშაობა.
რას გთავაზობთ?
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- დამატებით საოპერაციო და სალომბარდე ბონუსებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სამუშაო გრაფიკს - კვირაში 5 დღე, მხოლოდ დღის ცვლებში.
რას მოიცავს სამუშაო?
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასებას;
- მომხმარებლებისთვის სასესხო პირობების შეთავაზებასა და ხელშეკრულებების გაფორმებას;
- სალარო ოპერაციების წარმოებას;
- მომხმარებლების პროფესიონალურ მომსახურებასა და დადგენილი პროცედურების დაცვას.
რას ველოდებით შენგან?
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასების გამოცდილებას;
- სალაროსთან ან ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებას;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და სიზუსტეს;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და მზად ხარ ახალი პროფესიული შესაძლებლობისთვის, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი „ინტელიექსპრესში“.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე - შემფასებელის თანამდებობაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

