უნივერსალური მოლარე - ბათუმი
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- ბენეფიტები
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმიში - პოზიციაზე უნივერსალური მოლარე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმის ფილიალი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
პოზიციის შესახებ:
უნივერსალური მოლარის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ჩართულია კლიენტთა მომსახურების პროცესში სასესხო, გზავნილების, კონვერტაციისა და სალაროს ოპერაციების მიმართულებით. როლი მოიცავს სესხების გაცემისა და დაფარვის აღრიცხვას, სალარო ოპერაციების მართვას და საჭიროების შემთხვევაში — ძვირფასი ლითონების შეფასებას. პოზიცია ითხოვს სიზუსტეს, პუნქტუალობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან ძვირფასი ლითონების შეფასების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი და გქონდეთ სწავლის სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
- სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ძვირფასი ლითონების შეფასება
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უნივერსალური მოლარე - ბათუმი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ:
მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს.
კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- დაზღვევა, ბანკები
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

