უნივერსალური ბარისტა
- ბენეფიტები
- · უფასო კვებას · · Fit-pass-ს · · ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
სრული აღწერა
კომპანია ,,მოდუსი” (www.modus.ge) ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
მოდუსის შენობაში მდებარე პატარა და მყუდრო კაფე ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს უნივერსალური ბარისტას პოზიციაზე. მის: ქ. თბილისი, რ. აგლაძის 51 (დიდუბე).
ფუნქცია-მოვალეობები:
· ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება;
· სენდვიჩებისა და მარტივი საკვების მომზადება;
· მომხმარებლების მომსახურება და შეკვეთების მიღება;
· პროდუქციის რეალიზაცია;
· სალაროსთან მუშაობა და ანგარიშსწორების წარმოება;
· პროდუქციის მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსება;
· სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
· ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია ბარისტად ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
· კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
· გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
· ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით
· 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 2 დღე დასვენება.
ჩვენ გთავაზობთ:
· უფასო კვებას;
· Fit-pass-ს;
· ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.
მის: რ. აგლაძის N51 (დიდუბე)
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@modus.com.ge
გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"მოდუსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უნივერსალური ბარისტა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

