უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 19 ოქტ
სრული აღწერა
საქართველოს ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტში, უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.
უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერი ჩვენს ციფრულ არხებში განათავსებს სხვადასხვა სახის ინფორმაციებს და გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ვების და სხვა ციფრული არხების განვითარებაში.
უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერის საქმიანობა ასეთია:
- ბანკის მთავარ ვებ-გვერდებზე კონტენტის განთავსება;
- ვებ-გვერდების და ციფრული არხების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
- შესაბამის გუნდებთან ერთად ახალი პროდუქტების გაშვებაში მონაწილეობის მიღება.
ჩვენთან შეძლებ ისწავლო:
- CMS სისტემებთან მუშაობა;
- მარკეტინგისა და სხვადასხვა ქროს ფუნქციურ გუნდებთან მჭიდრო მუშაობა;
- Newsletter-ებსა და სხვა ციფრულ არხებში მარკეტინგულ კომუნიკაციაზე მუშაობა;
- საძიებო სისტემის ოპტიმიზირებაზე(SEO) მუშაობა, გუნდის სხვა წევრებთან ერთად;
- Google Analytics-ში მუშაობა და ვებ-გვერდების პერფორმანსის გაუმჯობესებაზე მუშაობა.
ჩვენი აზრით, ვებ-კონტენტ მენეჯერს უნდა:
- აინტერესებდეს ციფრული სფერო დაCMS სისტემები;
- შეეძლოს დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზება;
- შეეძლოს დროის სწორად განაწილება.
ველით გამოხმაურებებს 2026 წლის 19 ოქტომბრამდე!
მოგვიყევი შენზე!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"საქართველოს ბანკის" მარკეტინგის დეპარტამენტში, უმცროსი ვებ-კონტენტ მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ლინკზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
