უმცროსი ტრენერი
- მისამართი
- ქეთევან დედოფლის გამზ. #68
სრული აღწერა
23-10-2026 - 23-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსიის დასახელება: უმცროსი ტრენერი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.11.2026
სს მიკრობანკი „ემბისი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტრენერის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 18 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრობანკის შიდა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება (offline/online ფორმატში);
- ტრენინგისთვის საჭირო სასწავლო მასალების (პრეზენტაციები, სახელმძღვანელოები, სილაბუსები) მომზადება და პერიოდული განახლება;
- სწავლების მიმართულებით, მიკრობანკის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივების შემუშავება და დანერგვაში მონაწილეობა;
- ტრენინგის მონაწილეების ცოდნის და სწავლის შედეგების შეფასება;
- ბიზნეს მიმართულებებთან თანამშრომლობა სასწავლო საჭიროებების განსაზღვრისა და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის და მიკრობანკის მენეჯმენტის მიერ გაზიარებული სხვა ამოცანების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით ჯამში);
- საბანკო პროდუქტების და პროცესების კარგი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word, MS Power point) ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
- პროგრამა ALTA (LMS, B6)-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით ჯამში);
- სწავლების, ტრენინგების ჩატარების ან საჯარო გამოსვლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პრეზენტაბელურობა;
- ენერგიულობა და მოტივირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
- მაღალი პროფესიული ეთიკა და კონფიდენციალურობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- მოქნილობა და ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;
- ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
- ზეპირი და წერილობითი ფორმით აზრების მკაფიო და ლოგიკურად ჩამოყალიბების უნარი;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტრენერის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
ვაკანსიის დასახელება: უმცროსი ტრენერი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.11.2026
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

