უმცროსი ტექნიკური ინჟინერი
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
შპს ALUMET აცხადებს ვაკანსიას Junior Technical Engineer – Estimation & Project Planning პოზიციაზე.
ALUMET არის სამშენებლო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ალუმინისა და მინის ფასადურ სისტემებზე, კარ-ფანჯრებზე, ვენტილირებად ფასადებსა და სხვა თანამედროვე ფასადურ გადაწყვეტილებებზე.
კომპანიის Technical Office-ში ვეძებთ მოტივირებულ, ანალიტიკურად მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებულ Junior Engineer-ს, რომელიც ჩაერთვება პროექტების ხარჯთაღრიცხვის, დაგეგმვის, შესრულების კონტროლისა და ტექნიკური/კომერციული დოკუმენტაციის მომზადებაში.
ჩვენთვის არ არის აუცილებელი კანდიდატს ჰქონდეს მრავალწლიანი გამოცდილება ფასადების სფეროში.
უფრო მნიშვნელოვანია:
ძლიერი ლოგიკური აზროვნება, Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა, ციფრებთან მუშაობის უნარი, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების სურვილი.
პოზიცია გულისხმობს კომპანიის მენეჯმენტთან და ტექნიკურ გუნდთან უშუალო მუშაობას და შესაძლებლობას, პრაქტიკაში შეისწავლოთ პროექტის სრული ციკლი — პროექტის პირველადი შეფასებიდან მის შესრულებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- პროექტების PQ / BOQ / ხარჯთაღრიცხვების მომზადება კომპანიის არსებული ფორმატებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- საპროექტო და ტექნიკური ნახაზებიდან საჭირო ინფორმაციისა და მოცულობების დამუშავება;
- პროექტებისთვის საჭირო მასალების რაოდენობების დამუშავება და სისტემატიზაცია;
- Excel-ში დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება, შედარება, ანალიზი და კონტროლი;
- მომწოდებლების ფასებისა და შეთავაზებების შედარებითი ცხრილების მომზადება;
- პროექტების თვითღირებულების დასათვლელად საჭირო ინფორმაციის მომზადება;
- კომერციული წინადადებების (Commercial Offers) მომზადება კომპანიის არსებული ფორმატების მიხედვით;
- პროექტების გეგმა-გრაფიკების (Project Timeline) მომზადება და განახლება Microsoft Project-ში;
- სამუშაოების დაგეგმილი და ფაქტობრივი პროგრესის შედარება;
- პროექტის შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშებისა და ცხრილების მომზადება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების დამუშავება;
- შესრულებული სამუშაოების აქტების / მიღება-ჩაბარების აქტების / IPC დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- პროექტების ფინანსური და ფიზიკური პროგრესის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია;
- Technical Office-ის ფარგლებში პროექტებთან დაკავშირებული მონაცემებისა და დოკუმენტების მოწესრიგება;
- ინჟინრებთან, შესყიდვების, პროექტების და სხვა შესაბამის განყოფილებებთან საჭირო ინფორმაციის კოორდინაცია;
- კომპანიის არსებული Excel ფორმების, ანგარიშებისა და სამუშაო ინსტრუმენტების ეტაპობრივი გაუმჯობესება და ავტომატიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია შემდეგი მიმართულებებიდან:
- Civil Engineering, Construction Management, Architecture, Industrial Engineering ან სხვა ტექნიკური სპეციალობა;
- Microsoft Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა — აუცილებელია;
- კანდიდატს უნდა შეეძლოს Excel-ში არსებული მონაცემების არა მხოლოდ დამუშავება, არამედ მათი ლოგიკის გაგება, შეცდომების აღმოჩენა და სამუშაო პროცესის გამარტივების გზების მოძიება;
- Excel-ში ფორმულებთან და დიდი მოცულობის მონაცემებთან თავისუფლად მუშაობის უნარი;
სასურველია ისეთი ინსტრუმენტების ცოდნა, როგორიცაა:
- XLOOKUP / INDEX-MATCH, SUMIFS, Pivot Tables, Conditional Formatting და მონაცემების ანალიზის სხვა ფუნქციები;
- Microsoft Project-ის ცოდნა ან მისი სწრაფად შესწავლის შესაძლებლობა;
- სამშენებლო და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის საბაზისო უნარი;
- ციფრებთან და რაოდენობრივ ინფორმაციასთან მუშაობის კარგი უნარი;
- ძლიერი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
- ინფორმაციის სტრუქტურირებულად ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობა და ვადების დაცვა;
- ახალი პროგრამებისა და სამუშაო მეთოდების სწრაფად ათვისების უნარი.
ენები
- ქართული — თავისუფლად;
- რუსული — აუცილებელია, სამუშაო დონეზე;
- ინგლისური — სასურველია სამუშაო დონეზე;
კანდიდატს უნდა შეეძლოს ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია და სამუშაო დოკუმენტაციის გაგება შესაბამის ენებზე.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
- Power Query-ის ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- BOQ / ხარჯთაღრიცხვების მომზადების გამოცდილება;
- Microsoft Project-ში სამუშაო გამოცდილება;
სამშენებლო/საინჟინრო გამოცდილება.
- აღნიშნული გამოცდილება არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.
- ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ კანდიდატიც, რომელსაც არ აქვს ფასადების სფეროში გამოცდილება, თუმცა აქვს ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია.
ვის ვეძებთ
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც მოსწონს:
Engineering + Excel + Numbers + Planning + Problem Solving.
ადამიანს, რომელსაც აინტერესებს არა მხოლოდ დავალების მექანიკურად შესრულება, არამედ:
- რატომ არის მონაცემი ასეთი;
- საიდან მოდის;
- როგორ შეიძლება მისი გადამოწმება;
- სად შეიძლება იყოს შეცდომა;
- როგორ შეიძლება პროცესის გამარტივება;
- და როგორ შეიძლება ერთი და იგივე სამუშაო მომავალში უფრო ეფექტურად შესრულდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწავლის უნარი და აზროვნების სტილი, და არა მხოლოდ სამუშაო გამოცდილების წლების რაოდენობა.
რას გთავაზობთ
- რეალურ სამშენებლო და ფასადურ პროექტებში უშუალო მონაწილეობას;
- ალუმინის, მინისა და თანამედროვე ფასადური სისტემების შესწავლის შესაძლებლობას;
- პროექტის სრული ციკლის პრაქტიკაში გაცნობას:
- Estimation → Commercial Offer → Planning → Procurement → Execution → Progress Control → Project Closing;
- გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებისა და კომპანიის მენეჯმენტთან უშუალო მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ სწავლებასა და განვითარებას;
- პასუხისმგებლობის ეტაპობრივ ზრდას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას Technical Office-ისა და Project Controls-ის მიმართულებით;
- სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაო გარემოს.
კარიერული განვითარების შესაძლო მიმართულება
Junior Technical Engineer - Technical / Estimation Engineer - Planning / Project Controls Engineer - Senior Technical / Project Management Position
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
- დასაქმება: სრული განაკვეთი
- სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი
- ანაზღაურება: 2,000 – 2,500 ლარი NET, კანდიდატის ცოდნისა და კომპეტენციის შესაბამისად.
წარმატებული გამოსაცდელი პერიოდისა და სამუშაო შედეგების საფუძველზე გათვალისწინებული იქნება ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის ეტაპობრივი ზრდა.
შერჩევის პროცესი
- შერჩეული კანდიდატები გაივლიან:
- მოკლე გასაუბრებას;
- პრაქტიკულ დავალებას Excel-ში;
- ტექნიკური და ლოგიკური აზროვნების შეფასებას.
პრაქტიკული დავალების მიზანი არ იქნება ფასადების სფეროში არსებული სპეციფიკური ცოდნის შემოწმება — ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ კანდიდატის აზროვნება, Excel-ის ცოდნა, სიზუსტე, ინფორმაციის დამუშავების უნარი და სწავლის პოტენციალი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: agobronidze@alumet.ge
Subject-ში მიუთითეთ: Junior Technical Engineer
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000 - 2500
- განათლების დონე(ები)
- მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
- ენები
- ქართული,რუსული,ინგლისური
- ენები
- ქართული, რუსული, ინგლისური
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
