უმცროსი შემფასებელი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ
- ქალაქი
- ახალციხე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის,საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა)
სრული აღწერა
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე ქალაქ ახალციხეში.
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებელთან ვიზიტის შეთანხმება და დაგეგმვა;
- შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირება ადგილზე ვიზიტით;
- ქონების ინტერიერის/ექსტერიერის დათვალიერება, დასურათება;
- ქონების ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვა; ქონების ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა;
- ქონების წინასწარი ანალიზი, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება;
- უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
- განათლება:უმაღლესი;
- სამუშაო გამოცდილება:სასურველია გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სფეროში (საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციის,საკადასტრო რუკების, აზომვითი ნახაზების კითხვა).
ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობა(პლანშეტი, ლაზერული ამზომველი, ფოტოაპარატი);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება;
- გამართული კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
- ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია: განაცხადის შევსება
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2026 წელი.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

