უმცროსი საოპერაციო მენეჯერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, დიღომი
- მთავარი მოთხოვნა
- თბილისის ქუჩების განლაგების ცოდნა
სრული აღწერა
"DYSON CAUCASUS" აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი საოპერაციო მენეჯერი
ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით. კომპეტენციისა და შესასრულებელი საქმის ზრდის შესაბამისად მოხდება მისი ანაზღაურების ანალოგიური მომატება. ჩვენი გუნდის სამუშაო პროცესი დინამიურია და მუდმივად იძლევა ახალი ინციატივების, იდეებისა და გეგმების მიმართ მაღალ მიმღეობას მენეჯმენტის მხრიდან.
მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ტექნიკური ჯგუფებისთვის უკვე დადასტურებული შეკვეთების მისამართების მიხედვით დალაგება
- დავალებებზე გაშვებული ჯგუფების დისტანციური მხარდაჭერა
- პირველადი დოკუმენტებისა სისწორის შემოწმება და პროგრამული ასახვა საოფისე პროგრამებში
- ინვოიებისა და კონტრაქტების შაბლონების გადაგზავნა, დასკანერება, დაარქივება
- ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში უფროსი საოპერაციო მენეჯერის მიერ გაცემული სხვა თასქების შესრულება
რას ვითხოვთ:
- სავალდებულოა - თბილისის ქუჩების განლაგების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით MS Excel, Balance ან 1C)
- მსგავს პოზიციაზე სასურველია სამუშაო გამოცდილება
- დროის ოპტიმიზაციის უნარი
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო ლოკაცია - ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო დრო - 9:30-18:00 ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება - პირველი 2 თვე გამოსაცდელი პერიოდი - 1500 ლარი, შტატში აყვანის შემდგომ 2000 ლარი ზრდის პერსპექტივით
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: dysoncaucasus@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
