ქისთოუნ ინვესთმენთსუმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (ორშ–პარ)
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
Keystone Investments აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საინვესტიციო ანალიტიკოსის (Junior Investment Analyst) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)
კომპანიის შესახებ: Keystone Investments არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ფონდის ინვესტიციის პორტფელი მოიცავს კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა.
ძირითადი მოვალეობები:
- საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიების ფინანსურ ანალიზს;
- ფინანსური მოდელების მომზადებასა და განახლებას;
- ბაზრისა და სხვადასხვა სექტორის კვლევას;
- საინვესტიციო პროექტების IRR, NPV, ROI და სხვა ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას;
- საინვესტიციო პრეზენტაციებისა და ანალიტიკური მასალების მომზადებას;
- Due Diligence პროცესებში მონაწილეობას;
- მოქმედი საინვესტიციო პროექტების ფინანსური შედეგების მონიტორინგს.
ვაკანსია ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის III–IV კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით და დაინტერესებული არიან კარიერის განვითარებით ინვესტიციების, Private Equity-ისა და კორპორაციული ფინანსების სფეროში.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, ანალიტიკური აზროვნება და განვითარების სურვილი. კანდიდატისგან ველით კარგ ანალიტიკურ და რაოდენობრივ უნარებს, Excel-ის კარგ ცოდნას, ინგლისური ენის ცოდნას, პასუხისმგებლობის მაღალ დონესა და ფინანსებისადმი ინტერესს.
პრიორიტეტი მიენიჭება თავისუფალი უნივერსიტეტის, აისეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და უნივერსიტეტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
