უმცროსი საგზაო მოძრაობის ინჟინერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საგზაო მოძრაობის ინჟინრის პოზიციაზე.
- ინდუსტრია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა / ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერთან და უფროს საგზაო მოძრაობის ინჟინერთან
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემებისა და მობილობის გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში.
კომპანია მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ურბანული სატრანსპორტო მოძრაობის მართვა, ჭკვიანი გზაჯვარედინები, სატრანსპორტო მართვის სისტემები, ავტომაგისტრალებისა და გვირაბების მართვის გადაწყვეტილებები და ა.შ.
პოზიციის შესახებ
უმცროსი საგზაო მოძრაობის ინჟინერი მხარს დაუჭერს სატრანსპორტო მოძრაობის მართვის გადაწყვეტილებების დაგეგმვის, კონფიგურაციისა და დანერგვის პროცესებს. პოზიცია ასევე იძლევა შესაძლებლობას, პრაქტიკული პროექტების ფარგლებში, უფროს და საერთაშორისო საინჟინრო გუნდებთან თანამშრომლობით, განავითაროს პროფესიული ცოდნა და გამოცდილება საგზაო მოძრაობის ინჟინერიის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სატრანსპორტო მოძრაობის ინჟინერიის დაგეგმვისა და კონფიგურაციის პროცესების მხარდაჭერა
- უფროსი საგზაო მოძრაობის ინჟინრების დახმარება სატრანსპორტო მოძრაობის მართვის გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში
- შესაბამის სატრანსპორტო საინჟინრო კონფიგურაციისა და დაგეგმვის პროგრამულ ინსტრუმენტებთან მუშაობა
- AutoCAD-ის გამოყენებით ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადებისა და განახლების მხარდაჭერა
- საინჟინრო საქმიანობისთვის საჭირო სატრანსპორტო ინფორმაციის შეგროვებაში, მომზადებასა და ანალიზში მონაწილეობა
- პროექტის განხორციელების პროცესების მხარდაჭერა როგორც ოფისში, ასევე ობიექტზე
- პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ტესტირების, კონფიგურაციისა და სხვა ტექნიკური საქმიანობის მხარდაჭერა
- უფროს ინჟინრებთან და პროექტის სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო გუნდის წევრებთან თანამშრომლობა
- ტექნიკურ ტრენინგებში მონაწილეობა და სატრანსპორტო მოძრაობის მართვის სისტემების, ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების შესახებ ცოდნის აქტიური განვითარება
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ობიექტებზე გადაადგილება და ადგილზე მიმდინარე საქმიანობაში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი სამოქალაქო ინჟინერიის, სატრანსპორტო ინჟინერიის, საგზაო მოძრაობის მართვის ან სხვა შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში
- საგზაო მოძრაობის ინჟინერიის ან მონათესავე ტექნიკურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის
- ურბანული სატრანსპორტო სისტემებისა და სატრანსპორტო მოძრაობის მართვის ტექნოლოგიებისადმი ძლიერი ინტერესი
- ახალი ტექნიკური ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიების სწრაფად ათვისების მოტივაცია და უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
ტექნიკური უნარები:
- AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა
- Microsoft Office 365
დამატებითი მოთხოვნები:
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება
- როგორც საოფისე, ისე სამშენებლო/საპროექტო ობიექტებზე მუშაობის მზაობა
- საჭიროების შემთხვევაში, მივლინებებში/სამუშაო ვიზიტებში მონაწილეობის მზაობა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს — ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
