უმცროსი რჩეული ბანკირი თბილისის რჩეულ სერვიცენტრში
- მისამართი
- თბილისი, ვაზისუბანი, გლდანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle)
- ბენეფიტები
- დაზღვევა, კორპორატიული ღონისძიებები, ფიტნეს აბონიმენტი
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: უმცროსი რჩეული ბანკირი
სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი, გლდანი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
რჩეული კლიენტების ეფექტიანი და ხარისხიანი საბანკო მომსახურების უზრუნველყოფა.
ზოგადი პასუხისმგებლობები:
- კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
- საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
- ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
- ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით
- დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
- სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
- რჩეულ კლიენტებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა;
- ოპერაციებისა და მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ბანკის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
- რჩეული კლიენტის ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- უნაღდო ოპერაციებით რჩეული კლიენტების მომსახურება;
- რჩეული კლიენტების პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- საკუთარი შესრულებული ოპერაციების სისწორეზე პასუხისმგებლობა;
- საკრედიტო პროდუქტების გაცემა (არა უზრუნველყოფილი სესხების, საკრედიტო ბარათების გაცემა)
- საბანკო სერვისების, მომსახურებების და პროდუქტების შესახებ რჩეული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და პირველადი კონსულტაციის გაწევა არასაკრედიტო პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში რჩეულ ბანკირთან გადამისამართება;
- პოლიტიკებისა და პროცედურების სიღრმისეული ცოდნა;
- პოლიტიკითა და პროცედურით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, რომლებიც, დაევალება რჩეული ბანკირის ან რჩეული ოფიცრის მიერ.
- სხვა პოლიტიკითა და პროცედურით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, რომლებიც, შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
- სასურველია საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Word, Excel);
- გამართული მეტყველების უნარი ქართულ ენაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე; სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- თვითმოტივირებული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 2026 წელი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი
კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
კატეგორია: საბანკო სფერო / ბანკირი
გამოცდილება: საშუალო (middle)
ენები: ქართული (თავისუფლად), ინგლისური (კარგად), რუსული (კარგად)
განათლება: ბაკალავრი
ბენეფიტები: დაზღვევა, კორპორატიული ღონისძიებები, ფიტნეს აბონიმენტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
