ტალენტ ჰანთერს ჰაბ
მარკეტინგიუმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- ქალაქი
- საქართველოს მაშტაბით
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
სრული აღწერა
ტალენტ ჰანთერს ჰაბ აცხადებს ვაკანსიას Junior Marketing Specialist-ის პოზიციაზე
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ Junior Marketing Specialist-ს უკრაინული პროდუქტული IT კომპანიის (iGaming სფერო) ინტერნეტმარკეტინგის დეპარტამენტში.
ეს პოზიცია შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება digital marketing-ის მიმართულებით, ახალი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება და დინამიკურ გუნდში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Google Sheets-ის ან Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა;
- დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი და მონაცემებთან და ტექნიკურ პარამეტრებთან მუშაობისას დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისტემური მიდგომა სამუშაოსადმი;
- დავალებების შესრულებისას პროაქტიულობა, სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობისა და სამუშაოს სტრუქტურირების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- რუსული ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირად, ისე წერილობით — აუცილებელია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- სარეკლამო კამპანიების გაშვებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებთან კომუნიკაცია და მათი უწყვეტი მუშაობისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა (მობილური აპლიკაციები, PWA, ლენდინგ-გვერდები, სარეკლამო ბმულები);
- პროდუქტების სრული სამუშაო ციკლის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება: მომზადება, ტესტირება, განახლება და ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად მოგვარება - უშალო ხელმძღვანელის(უფროსის) დახმარებით, რჩევებით და მითითებებით.
- ტექნიკური კავშირების გამართვა და მათი სწორად მუშაობის შემოწმება: ბმულები, გადამისამართებები (redirects), ტრეკინგი და postback-ები;
- პროდუქტების ხარისხისა და სტაბილურობის კონტროლი, მათი გამართულად მუშაობის მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული ჩანაცვლება;
- ანგარიშების მომზადება და წარმოება, შიდა მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების (Google Sheets / Excel) განახლება და აქტუალურობის უზრუნველყოფა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- digital marketing-ისა და სარეკლამო კამპანიების გაშვების პროცესების საბაზისო ცოდნა;
- სარეკლამო ბმულებთან, ტრეკინგთან და ვებპროდუქტებთან მუშაობის საბაზისო ტექნიკური უნარები;
- Keitaro-სთან ან სხვა ტრეკინგ-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- სრულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების, ასევე ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას;
- digital marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას უშალოდ სფეროს სპეციალისტებისგან-ხელმძღვანელობისგან;
- საინტერესო და მრავალფეროვან ამოცანებზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენას;
- გუნდთან თანამშრომლობისა და მარკეტინგული პროცესების პრაქტიკაში შესწავლის შესაძლებლობას;
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–20:00 (საქართველოს დროით), ერთსაათიანი შესვენებით;
- ანაზღაურებად შვებულებასა და ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად გაცდენის დღეებს.
თუ გსურთ პროფესიული განვითარება მარკეტინგის სფეროში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე — მოხარული ვიქნებით თქვენი გაცნობით!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: h.siniakova@thhub.io
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- სამუშაო სახლიდან
- განათლების დონე(ები)
- მაგისტრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
