უმცროსი KA მენეჯერი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- ანაზღაურება
- 800–1 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ
- მთავარი მოთხოვნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
სრული აღწერა
Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში GDCC LLC აცხადებს ვაკანსიას Junior KA Manager პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელებიდან შემოსული შეკვეთების კონტროლი — შეკვეთის სტატუსის, რაოდენობისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი, პროდუქციისა და ფასების გადამოწმება;
- სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, კატეგორიის მენეჯერებთან და ფილიალების თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- მიწოდების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების კონტროლი და დროული რეაგირება;
- ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტების მომზადება ქსელების მენეჯერისთვის;
- აქციებთან, ფასებთან და პროდუქციის ასორტიმენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონტროლი და განახლება;
- მენეჯერის დავალებების შესრულება და მიმდინარე საკითხების ოპერატიულად მართვა.
- ქსელებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების კონტროლი და მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- უმაღლესი განათლება, (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე;
- ენერგიული და კომუნიკაბელური;
- მოტივირებული მიზნების მიღწევაზე.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ;
დასვენება - შაბათი, კვირა;
ანაზღაურება: 800-1200 ₾ (გამოცდილებიდან გამომდინარე);
ჯანმრთელობის დაზღვევა;
მობილური ტელ. ულიმიტო სასაუბრო პაკეტი.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე, hr@gdcc.com.ge საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "Junior KA Manager".
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.gdcc.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
