სფერა
იურიდიულიუმცროსი იურისტი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 27 ოქტ
სრული აღწერა
დეველოპერული კომპანია "სფერა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი.
მის: თბილისი, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა N96
ძირითადი მოვალეობები:
- წინარე ნასყიდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება;
- კომპანიის კორპორაციულ დოკუმენტაციასთან მუშაობა (მათი დამუშავება, მომზადება, კორექტირება);
- იურიდიული დოკუმენტაციის დამუშავება/მომზადება ქართულ და საჭიროებისამებრ ინგლისურ ენაზე;
- კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის: სხვადასხვა ხელშეკრულებების, ბრძანებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის, განცხადებების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების შედგენა/განხილვა; კრების ოქმების, წესდებების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ მხარდაჭერა;
- იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;
- მოლაპარაკებებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება სამშენებლო პროექტების ასაღებად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- MS Office-ის ეფექტურად გამოყენების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@sphera.com.ge.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/10/2026.
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
