უმცროსი IT სპეციალისტი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 1 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (ორშ–პარ, 10:00–19:00)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა · კორპორატიული ნომერი · კვების დაფინანსება
სრული აღწერა
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.
კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- კომპანიის ქსელისა და კომპიუტერული სისტემების გამართული და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა.
- პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება.
- ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ტექნიკური და პროგრამული ხასიათის სამუშაოების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS, NAT და ა.შ.).
- ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა.
- CCNA სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- კვების დაფინანსება;
- Oktopus Fitness დარბაზის თანადაფინანასება;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"სენომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი IT სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

