უმცროსი IT ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"Casino Adjara" აცხადებს ვაკანსიას: უმცროსი IT ადმინისტრატორი (Junior IT Administrator)
სამუშაო ადგილი: თბილისი
დეპარტამენტი: IT
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ტექნიკურად კომპეტენტურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ტექნიკურ მხარდაჭერასა და IT ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერების, სერვერებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერა;
- IT პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
- მომხმარებლების მხარდაჭერა ადგილზე და დისტანციურად;
- Active Directory-ისა და მომხმარებელთა წვდომების მართვა;
- IT სისტემების უწყვეტი მუშაობის მხარდაჭერა 24/7 გარემოში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- IT სფეროში 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- TCP/IP, DNS, DHCP და VLAN-ის ცოდნა;
- Active Directory-თან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft 365-ისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- Hyper-V/VMware, Backup და Firewall ტექნოლოგიების ცოდნა;
- Cisco-ს ან Microsoft-ის სერტიფიკატები;
- ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@casinoadjara.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
