უმცროსი ERP ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ / 09:00 -18:00 სთ
- მისამართი
- მედეა (მზია) ჯუღელის 10
სრული აღწერა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00 -18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: მედეა (მზია) ჯუღელის 10
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების, როლების, მოდულებისა და წვდომების მართვა.არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
- მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების პრევენციული ანალიზი და ტექნიკური ცვლილებების დოკუმენტის მომზადება;
- ახალი პროგრამული მოდულის ან ცვლილების ტესტირება;
- ბიზნეს პროცესების მფლობელებთან მუშაობა, პროცესების გამოკვლევა და მოთხოვნების განვითარება;
- წინადადებების ინიცირება სამუშაოების სრულყოფისათვის, რომელიც დაკავშირებულია მოცემული თანამდებობრივი ლილებების დოკუმენტბიზნეს სისტემების დანერგვისა და განახლების პროექტებში მონაწილეობა
- სამსახურებთან თანამშრომლობა იმ ტექნიკური და აპარატურული პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ERP სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას;
- ERP სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და პირველადი ანალიზი, მათი გადაჭრის პროცესში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში რთული ტექნიკური საკითხების შესაბამის სპეციალისტებთან ესკალაცია.ტექნოლოგიურ სფეროში განვითარებულ სიახლეების გაცნობა კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზები და/ან მათი მმართველი სისტემები და გამოყენებული ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინსტრუქციების და დოკუმენტაციების წარმოება, რათა მონაცემთა ბაზების და/ან მათი მმართველი სისტემების მომხმარებელს გაუადვილდეს შესაბამისი ინფორმაციის გამოყენება;
- ბიზნეს პროცედურების ბიზნეს სისტემებთან თანხვედრისშესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა და შეუსაბამობების გამოვლენა. ;
- საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლის დაბლოკვა და მისთვის სისტემასთან წვდომის უფლების გათიშვა;
- დოკუმენტების გაფორმებისა და შენახვის, ასევე საბუთების ფორმირების წესების დაცვა;
- ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
- ჩართულობა და კონტრიბუცია დეპარტამენტისთვის აქტუალურ საკითხებში;
- დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ოპერაციულ სისტემებთან, მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებისათვის საჭირო პროგრამებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- მოცემულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (1C, Dynamics Nav, Sap Business One, Dynamics Ax);
- მონაცემების დამუშავებისა და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზების მმართველი სისტემების ინსტალაციის, ბაზების შექმნის, საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა სარეზერვო კოპირებისა და აღდგენის უნარი. მონაცემთა ბაზების და მათი მმართველი სისტემების მხარდაჭერის (მოვლის) საფუძვლიანი ცოდნა;
- კომპლექსური მონაცემების მოპოვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების უნარი;
- სასურველია SQL ბაზების ცოდნა;
- ოპერაციული სისტემების, მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებისათვის საჭირო პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
- MS Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი ERP ადმინისტრატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

