უმცროსი ექიმი ნეიროქირურგიის განყოფილებაში
გამოქვეყნდა 30 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- მისამართი
- ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12
- სამუშაო გრაფიკი
- მორიგეობები
სრული აღწერა
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე ნეიროქირურგიის განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა;
- აკურატულობა;
- ორგანიზებულობა;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 30.11.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "უმცროსი ექიმი ნეიროქირურგიის განყოფილებაში".
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
