უმაღლესი განათლების დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 5 600 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- საერთაშორისო ურთიერთობების ან/და განათლების, ან/და საერთაშორისო/საგრანტო პროგრამების ან/და პროექტების მართვა/ადმინისტრირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
უმაღლესი განათლების დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კატეგორია:
განათლება
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5600 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
ა) სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და წარმართვა, ამოცანების დასახვა და სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება;
ბ) სამმართველოს თანამშრომელთათვის დავალებების განაწილება, მათი შესრულების ვადების განსაზღვრა დაშესრულების კონტროლი;
გ) სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამსახურებრივი კორესპონდენციისა და ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ვიზირება;
დ) სამმართველოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხების მომზადების კონტროლი;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის კოორდინაცია;
ვ) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
ზ) საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში მომზადებული პროექტების, შეთანხმებების, მემორანდუმების, სამუშაოდოკუმენტებისა და სხვა შესაბამისი მასალების განხილვა და მათი მომზადების პროცესის კოორდინაცია;
თ) საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში ახალი საერთაშორისო პროგრამებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადების კოორდინაცია;
ი) სამმართველოს თანამშრომელთა შეფასების, წახალისების, განვითარებისა და მოტივაციის, მათ მიმართ დისციპლინური ღონისძიებების განხორციელების ინიცირება;
კ) სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი ,,მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ";
თ) საქართველოს კანონი "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”;
ი) „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილება;
კ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ N52
საკონტაქტო ტელეფონები:
2 200 220
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა საერთაშორისო ურთიერთობების ან/და განათლების, ან/და საერთაშორისო/საგრანტო პროგრამების ან/და პროექტების მართვა/ადმინისტრირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარები:
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
კომპლექსური აზროვნების უნარი
სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი
ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი
თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი
მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი
პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი
გუნდის განვითარების უნარი.
სასურველია:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ოფიციალური ენის - B2 (კარგი) დონეზე ცოდნა, გარდა ინგლისურისა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების (ბაკალავრი) დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
•საერთაშორისო ურთიერთობების ან/და განათლების, ან/და საერთაშორისო/საგრანტო პროგრამების ან/და პროექტების მართვა/ადმინისტრირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები (დღე, თვე, წელი), დაკავებული თანამდებობა.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა.
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს. დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე;
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.vacancy.hr.gov.ge.
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, დადებითი პასუხის შეტყობინებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოეთხოვება მამაკაცებს 17-დან 27 წლამდე).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
