უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
- მისამართი
- ბათუმი, ზუბალაშვილის 20
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00
სრული აღწერა
კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.
პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
მდებარეობა: ბათუმი, ზუბალაშვილის 20
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
- პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.
ანაზღაურება და ბონუსი
- პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში;
- 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში;
- დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა — ბონუსის საშუალო ოდენობა შეადგენს 100-150 ლარს, ხოლო შედეგების მიხედვით, შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.
განაცხადის წესი
- გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ:
- "ბათუმი — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი"
- სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.
საკონტაქტო hr@spacecargo.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
