უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
გამოქვეყნდა 31 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- მისამართი
- თბილისი, ვარკეთილი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00
სრული აღწერა
"სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.
სამუშაო პირობები:
- მდებარეობა: ვარკეთილი (ჯავახეთის II შესახვევი N 1ა);
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00.
ძირითადი მოვალეობები:
- ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
- მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
- ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
- პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
- საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.
ანაზღაურება და ბონუსი:
- პირველი 2 თვის განმავლობაში - 700 ლარი თვეში;
- 2 თვის შემდეგ - 900 ლარი თვეში;
- დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.
განაცხადის წესი:
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: "ვარკეთილი - უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი"
სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.
ელფოსტა: hr@spacecargo.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
