უფროსი სპეციალისტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში (სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" სერვისების მიმართულება და დამატებითი სერვისები)
- ანაზღაურება
- 2 560 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
უფროსი სპეციალისტი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში (სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" სერვისების მიმართულება და დამატებითი სერვისები)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2560 ლარი
ადგილების რაოდენობა:
8
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა, მათ მიერ მოთხოვნილ სერვისებზე განცხადებების მიღება, უფლებამოსილი ორგანიზაციების შესაბამისი სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება;
- მომსახურების პროცესში მიღებული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში, სკანირება და უფლებამოსილი ორგანიზაციისათვის გადაგზავნა;
- ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
- საჭიროების შემთხვევაში, დამზადებული დოკუმენტების გადაცემა უფლებამოსილ პირებზე;
- დამზადებული დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულობის უზრუნველყოფა;
- ტერიტორიული ორგანოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
- კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“;
- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
- კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“;
- „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“;
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ (1-ლი – მე–4 მუხლები);
- 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №797 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
- იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (1-9 მუხლები);
- საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილება „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილება „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №315 ბრძანება - „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“.
გასაუბრების ეტაპზე, ძირითადი კითხვები დასმული იქნება შემდეგი თემატიკიდან:
- ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციის, საქმიანობისა და სერვისების შესახებ;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულება“;
- სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №1334/ს ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №487 „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №797 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1
საკონტაქტო ტელეფონები:
599672277
საკონტაქტო პირი:
ნინო ნანუკაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალმცოდნეობის განხრით);
- აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის საჯარო დაწესებულებაში მუშაობის, სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა.
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობა;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
- დროის ეფექტიანი მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
- მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების ველში, დეტალურად აღწერონ მათი ფუნქციები.
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის ტექსტში განსაზღვრულ საკონკურსო მოთხოვნებს.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს ძირითადი მიმართულების სერვისებთან ერთად დაევალება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართულებით ყველაზე მოთხოვნადი სერვისების გაცემა.
დასაქმების შემდეგ გთავაზობთ სრულფასოვან ტრენინგს და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში ჩასართავად.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საკონკურსო განაცხადში მოცემულ პირობებს. ამასთან, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
