უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი)
- ანაზღაურება
- 1 760 ₾
- ქალაქი
- საჩხერე
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი)
კონკურსის ტიპი:
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია:
ქ.საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
კატეგორია:
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა:
07.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1760 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
საჩხერე
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესების ზედამხედველობა და შეფასება, სასწავლო გარემოს მონიტორინგი, კონსულტირება და მხარდაჭერა.
- სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიწოდება;
3)რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მხარდაჭერა მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვისა და გაძლიერების მიზნით.
4)განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულების ზედამხედველობა;
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების პროცესის ხელშეწყობა;
- სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
7)სამინისტროს მიერ(მათ შორის ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით) შემუშავებული ნოვაციების, პროგრამების და პროექტების დანერგვის ხელშეწყობა.
- მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა სსსმ მოსწავლეების საჭიროებათა იდენტიფიცირების მიზნით, სსსმ მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინკლუზიური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოლიტიკის გატარების მიზნით განათლების სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან(სამინისტროს სსიპ-ებთან) თანამშრომლობა.
10)კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციების განხილვა და პასუხების მომზადება.
11)საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ, კანონთან შესაბამისობაში მყოფი სხვა დავალებების და ფუნქციების შესრულების დაკისრება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;.
- საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
საჩხერე, თავისუფლების ქ #6
საკონტაქტო ტელეფონები:
577942211
საკონტაქტო პირი:
ლიკა ხვედელიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- მუშაობის გამოცდილება 1 წელი განათლების სფეროში;
სასურველი მოთხოვნები:
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა B1 დონეზე;
- ეროვნული სასწავლო გეგმის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი.
არასრულად წარმოდგენილი მონაცემების (დოკუმენტების) შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
