უფროსი საგზაო მოძრაობის ინჟინერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას უფროსი საგზაო მოძრაობის ინჟინრის პოზიციაზე.
- ინდუსტრია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა / ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერთან
- ექვემდებარება: უმცროსი საგზაო მოძრაობის ინჟინერი
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემებისა და მობილობის გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში.
კომპანია მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ურბანული სატრანსპორტო მოძრაობის მართვა, ჭკვიანი გზაჯვარედინები, სატრანსპორტო მართვის სისტემები, ავტომაგისტრალებისა და გვირაბების მართვის გადაწყვეტილებები და ა.შ.
პოზიციის შესახებ
უფროსი საგზაო მოძრაობის ინჟინერი პასუხისმგებელი იქნება კომპლექსური ურბანული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სატრანსპორტო მოძრაობის მართვისა და შუქნიშნების სისტემების დაგეგმვაზე, განვითარებასა და დანერგვაზე.
პოზიცია ასევე მოიცავს ტექნიკური გადაწყვეტილებების ინტეგრაციას, საინჟინრო გუნდის ტექნიკურ ხელმძღვანელობას, პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციას და სისტემების ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვებისა და პროექტის ჩაბარების პროცესებში მონაწილეობას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სატრანსპორტო მოძრაობის მართვისა და შუქნიშნების სისტემების დაგეგმვა, დაპროექტება და კონფიგურაცია
- სატრანსპორტო მოძრაობის მოთხოვნებისა და პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით შუქნიშნების გეგმების შემუშავება და ოპტიმიზაცია
- სატრანსპორტო მონაცემების მართვა და შესაბამის სატრანსპორტო მართვის სისტემებს შორის ინტეგრაციის მხარდაჭერა
- ობიექტზე და დისტანციურად მომუშავე საინჟინრო გუნდებისთვის ტექნიკური ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- ტექნიკური საქმიანობის კოორდინაცია ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტის მონაწილეებთან
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა საინჟინრო მასალების მომზადება
- ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების წარდგენა კლიენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის
- სისტემების ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვებისა და პროექტის ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა
- უმცროსი საგზაო მოძრაობის ინჟინერის მენტორობა და ტექნიკური მიმართულებით განვითარებაში მხარდაჭერა
- საინჟინრო გადაწყვეტილებების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ტექნიკურ და სატრანსპორტო მოთხოვნებთან
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება სატრანსპორტო ინჟინერიის, ტრანსპორტის ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის ან სხვა შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში
- სატრანსპორტო მოძრაობის მართვის ან საგზაო მოძრაობის ინჟინერიის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- სატრანსპორტო მოძრაობის მართვის სისტემების დაგეგმვისა და კონფიგურაციის გამოცდილება
- შუქნიშნების სისტემებისთვის სატრანსპორტო გადაწყვეტილებების შემუშავების გამოცდილება
- სატრანსპორტო ინჟინერიის პრინციპების, მონაცემთა მართვისა და სისტემების ინტეგრაციის კარგი ცოდნა
- შესაბამისი სატრანსპორტო კანონმდებლობისა და მოთხოვნების ცოდნა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ძლიერი კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები
- კლიენტებთან და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
ტექნიკური უნარები:
- AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- AIMSUN, PTV ან SUMO-ში სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- Sitraffic Office-სა და LISA+-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- Microsoft Office 365
დამატებითი მოთხოვნები:
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება
- მივლინებებში/სამუშაო ვიზიტებში მონაწილეობის მზაობა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს — ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
