უფროსი მზარეულის დამხმარე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- უფასო კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში.
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუში არსებული ცივი და ცხელი კერძების დამოუკიდებლად მომზადება, დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით.
- დესერტების მომზადება და მათი დროული მომარაგება რესტორნის დატვირთულობისა და მოთხოვნის შესაბამისად.
- ნედლეულის პირველადი დამუშავება, ნახევარფაბრიკატებისა და ინგრედიენტების მომზადება საწარმოო საჭიროებებიდან გამომდინარე.
- სამზარეულოში არსებული მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში უშუალოხელმძღვანელის ინფორმირება დეფიციტის შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- თავაზიანი;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: განაცხადის შევსება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული

