უფროსი მზარეული
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 17 დეკ
- ანაზღაურება
- 102 ₾ / თვე
- მისამართი
- საგარეჯო, პალდო
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · მოძრავი
- გამოცდილება
- 1 წელი
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფას · სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას · ჯანსაღ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე სოფელ პალდოში.
ძირითადი მოთხოვნები:
- 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
- პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
- სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
- სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
- HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობიდან ხარისხიანი პროდუქციის მიღება;
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- კერძის მომზადების წესებისა და დადგენილი მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება;
- კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადების კონტროლი;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დისციპლინისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
- დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
- HACCP სტანდარტის დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მენეჯერული უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი
ანაზღაურება: 102, 25 ლარიდან - 132, 32 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)
პროფესია: მზარეული
სამუშაო ადგილი: პალდო
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 102 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ტოლერანტულობა, კეთილსინდისიერება, ინსტრ. და პროცედურების დაცვა, ცვლილებებთან ადაპტაცია, სოციალური კავშირების დამყარება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 102, 25 ლარიდან - 132, 32 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა) ხელფასი: 102 ₾ / თვე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
