უფროსი მზარეული
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი, რეგიონები
- სამუშაო გრაფიკი
- მოძრავი
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფას · სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას · ჯანსაღ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
- პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
- სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
- სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
- HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
- პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობიდან ხარისხიანი პროდუქციის მიღება;
- ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- კერძის მომზადების წესებისა და დადგენილი მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება;
- კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადების კონტროლი;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დისციპლინისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
- დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
- HACCP სტანდარტის დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- მენეჯერული უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი
ანაზღაურება: 102, 25 ლარიდან - 132, 32 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
