ბი თი ქეი აი რეილვეის
იურიდიულიუფროსი იურისტი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
„ბი თი ქეი აი რეილვეისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი იურისტი
კომპანიის აღწერა:
შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.
სამუშაოს აღწერა:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმების, ოქმების, გადაწყვეტილებების, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა
- კომპანიის კორპორაციულ-სამართლებრივ საკითხებში, მათ შორის პარტნიორთა კრების, დირექტორატის, საკოორდინაციო საბჭოებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაში მონაწილეობა
- პარტნიორებთან, სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონტრაგენტებთან ურთიერთობის ფარგლებში სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე განმარტებებისა და რეკომენდაციების მომზადება
- შრომით-სამართლებრივ საკითხებზე დოკუმენტაციის, სამართლებრივი დასკვნებისა და სხვა მასალების მომზადებაში მონაწილეობა
- უძრავი და მოძრავი ქონების რეგისტრაციასთან, სარგებლობასთან და სხვა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების წარმოებაში მონაწილეობის მიღება
- კომპანიის მიერ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან, მართვასთან, გადაცემასთან, მიღება-ჩაბარებასთან, ქონებრივ საკითხებთან და საკრედიტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა
- კომპანიის შიდა ნორმატიული აქტების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა
- სასამართლო, საარბიტრაჟო და ადმინისტრაციულ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა
- მოქმედი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
- იურიდიული დოკუმენტების ქართულ და რუსულ ენაზე მომზადება
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი)
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
- შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- საბუთების წარმოდგენის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: t.logua@btki.ge
NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული,რუსული
- ენები
- ქართული, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
