უფროსი IT მხარდაჭერის/სისტემის ადმინისტრატორი
- მისამართი
- ბესიკის ქ. 4, თბილისი https://maps.app.goo.gl/VMvBMEEoGP26b89y8
- სამუშაო გრაფიკი
- Full Time, ორშ–პარ, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)
სრული აღწერა
Senior IT Support/System Administrator (Google Workspace & Cloud Track)
"Geosoft Cloud"-ის შესახებ:
"Geosoft Cloud" არის Google Cloud-ის, AWS-ის, Microsoft-ისა და Synology-ის პარტნიორი კომპანია რეგიონში. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში და ვნერგავთ თანამედროვე ღრუბლოვან (Cloud) და ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტებს. ჩვენი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ Cloud Native-ის მოწინავე ტექნოლოგიები იყოს მარტივი, საიმედო და მორგებული რეალურ ბიზნესსაჭიროებებზე.
Role Overview
ვეძებთ გამოცდილ Senior IT Support ან System Administrator სპეციალისტს მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
თუ კარგად ერკვევით სერვერებში, ქსელებში, მეილ-სისტემებსა და მომხმარებლების ტექნიკურ მხარდაჭერაში, მაგრამ გსურთ რუტინას გასცდეთ და თქვენი გამოცდილება გადაიტანოთ Cloud მიმართულებით, ეს პოზიცია თქვენთვისაა. ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი სისტემური ცოდნა გარდაქმნათ Google Workspace-ისა და Google Cloud Platform (GCP)-ის საინჟინრო გამოცდილებად. თქვენი მთავარი საქმე იქნება კლიენტების სისტემების გამართვა, მეილების მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, პარალელურად კი მენტორებთან ერთად შეისწავლით Cloud არქიტექტურას, ავტომატიზაციასა და AI ხელსაწყოების ინტეგრაციას.
Core Responsibilities — ტექნიკური პასუხისმგებლობები:
- Google Workspace-ისა და Microsoft 365-ის ყოველდღიური ადმინისტრირება (მომხმარებლების, ჯგუფებისა და წვდომების მართვა).
- დომენის DNS ჩანაწერებისა და მეილის უსაფრთხოების პარამეტრების (MX, SPF, DKIM, DMARC) გამართვა და კონტროლი.
- ელფოსტის მიგრაციების დაგეგმვა და განხორციელება სხვადასხვა სისტემებიდან (Microsoft Exchange, Microsoft 365, cPanel, Zimbra და ა.შ.) Google Workspace-ზე ბიზნესპროცესების უწყვეტად.
- კლიენტების ტექნიკური მხარდაჭერა (Mail & Cloud Support) და სისტემური პრობლემების სწრაფი მოგვარება (Online, On-Site, Mobile).
- Google Cloud Platform-ის (GCP) საბაზისო გარემოების აწყობა და On-Prem სერვერების Cloud-ში გადატანის პროცესში ჩართულობა.
- რუტინული პროცესების ავტომატიზაცია მარტივი სკრიპტებით (Bash, Python, App Scripts).
სტრატეგიული პასუხისმგებლობები:
- ახალი კლიენტების ონბორდინგი და მათთვის Cloud-ის სერვისების შესაძლებლობების ჩვენება.
- დამკვეთებთან ტექნიკური კომუნიკაცია, კონსულტაციები და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება.
- Google Cloud-ისა და AI ტექნოლოგიების (Gemini Enterprise Agents Platform) შესწავლა და კომპანიის ტექნოლოგიურ განვითარებაში წვლილის შეტანა.
- ივენთებსა და ვორქშოპებში, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა, სერვისების წარდგენა და დემონსტრირება.
Hard Skills (ტექნიკური მოთხოვნები):
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება IT Support ან System Administrator პოზიციაზე.
- Windows Server-ისა და Linux გარემოს გამართვისა და ადმინისტრირების გამოცდილება.
- ქსელების (TCP/IP, DNS, DHCP, VPN) და მეილ-პროტოკოლების (SMTP, IMAP, POP3) კარგი ცოდნა.
- Google Workspace (Google Admin) ან Microsoft 365-ის ადმინისტრირების გამოცდილება.
- ენები: ქართული, ინგლისური და რუსული ენების ტექნიკურ-საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (სავალდებულოა დოკუმენტაციასთან სამუშაოდ და დამკვეთებთან კომუნიკაციისთვის).
- უპირატესობად ჩაითვლება: სკრიპტინგის საბაზისო ცოდნა (Bash, PowerShell, Python), ვირტუალიზაციის (VMware), NAS სერვერების (Synology) ან ქლაუდ პლატფორმების (GCP/AWS) მინიმალური გამოცდილება.
Soft Skills (პიროვნული უნარები):
- პრობლემების დამოუკიდებლად გამოკვლევისა და მოგვარების უნარი (Troubleshooting).
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, მომხმარებელთან თავაზიანი და პარტნიორული მიდგომა.
- სწავლის, განვითარებისა და ოფიციალური სერტიფიცირების გავლის მაღალი მოტივაცია.
- გუნდური მუშაობისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
სამუშაო დეტალები და აპლიკაცია:
- სამუშაო გრაფიკი: Full Time, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება).
- სამუშაო ლოკაცია: ბესიკის ქ. 4, თბილისი ბესიკის ქ. 4, თბილისი
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვემდე.
- ანაზღაურება: გთხოვთ, სასურველი მინიმალური ზღვარი მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ ფორმა ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა (ფორმაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ Gmail ანგარიშით).
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
