უფროსი ინტერიერის დიზაინერი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
ჩვენ ვართ Studio 9 - all in one არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ქმნის მასშტაბურ და კონტექსტზე დაფუძნებულ არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია საქართველოს ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ფოთში ოპერირებს, სადაც ჩვენი გუნდები რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობენ.
13+ წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 65-ზე მეტ სპეციალისტს და მართავს პროცესს სრულ ციკლად - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რეალიზაციამდე.
სტუდიის პორტფოლიო მოიცავს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ურბანულ გენგეგმებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციასა და კერძო საცხოვრებელ არქიტექტურას.
კომპანიის ვებგვერდი : www.studio9.ge
მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· დამკვეთებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების იდენტიფიკაცია;
· დიზაინ - პროექტის კონცეფციის დამუშავებაში მონაწილეობა ხელმძღვანელის ჩართულობით;
· დიზაინ - პროექტის ესკიზებისა და მუდბორდების დამუშავება;
· სტუდია 9-ს სამშენებლო მიმართულების ჯგუფთან ერთად სარემონტო მასალების, ავეჯის, აქსესუარების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მონაწილეობა;
· ინტერიერის მუშა ნახაზების მომზადება, გეგმარებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შემუშავება;
· საჭიროების შემთხვევაში 3D ვიზუალიზაციის დამუშავება;
· დიზაინის პროექტში გამოყენებული სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯისა და აქსესუარების ბაზარზე მოძიებაში ჩართულობა ან/და ალტერნატიული ერთეულით ჩანაცვლება;
· შესრულებულ პროექტებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ზედამხედველობა;
· პროექტის ვადების განსაზღვრა და კონტროლი.
· საჭიროების შემთხვევაში სახელოსნოდან გასული ალბომების შემოწმება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
· ინტერიერის დიზაინის სახელოსნოში შემოსული პროექტის სრული პროცესის მართვა ხელმძღვანელის ზედამხედველობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
· მსგავს პოზიციაზე 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
· აუცილებელია პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: ArchCad/AutoCad, Photoshop, 3d Max.
პიროვნული თვისებები :
· გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· კრეატიულობა;
· პუნქტუალურობა;
· კომუნიკაბელურობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Studio 9" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი ინტერიერის დიზაინერი
ქალაქი: თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

