უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
- მისამართი
- ქ.ზუგდიდი
- მთავარი მოთხოვნა
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. MS Excel-ში მონაცემების დამუშავების უნარი
სრული აღწერა
სს მისო „ლაზიკა კაპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის ფინანსური და ანალიტიკური რეპორტების, რეგულარული ფინანსური ანგარიშგებებისა და პროგნოზების მომზადება;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მმართველობითი ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ფინანსური სცენარებისა და საპროგნოზო მოდელების შემუშავება და განახლება;
- ანალიზის შედეგების ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის;
- ბიზნესინიციატივებისა და ახალი პროდუქტების ფინანსური ეფექტიანობის შეფასება;
- ფინანსური მონაცემების დამუშავებისა და ანგარიშგების პროცესების ავტომატიზაციაში მონაწილეობა;
- ფინანსური ანალიზის მეთოდოლოგიისა და შიდა ანგარიშგების სისტემების გაუმჯობესებაში მომნაწი;ეობის მიღება;;
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
- სასურველია მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
- აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. MS Excel-ში მონაცემების დამუშავების უნარი;
- ფინანსური ანალიზის, ბუღალტერიისა და ბიუჯეტირების პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
- ფინანსური მოდელირებისა და პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
- საბანკო, მიკროსაფინანსო ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება;
- Power BI-ის, Power Query-ის ან SQL-ის ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და ვადების დაცვა;
- ინიციატივიანობა და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა.
ადგილმდებარეობა: ქ.ზუგდიდი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს მისო "ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

