უფროსი ექთანი
გამოქვეყნდა 19 ნოებოლო ვადა: 18 დეკ
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მთავარი მოთხოვნა
- რომ
სრული აღწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (კერძო სასწრაფო) ,,მედ 11“ ეძებს უფროს ექთანს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000 ლარი
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (1 სთ შესვენება)
- ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი,(საქალაქო სასამართლოსთან)
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- საექთნო პერსონალის ბრიგადის ექთნების მუშაობის კოორდინაცია, განრიგის შედგენა და მათი საქმიანობის მონიტორინგი
- პაციენტებისთვის გაწეული გადაუდებელი საექთნო მომსახურების ხარისხის, პროტოკოლებისა და სტანდარტების კონტროლი (სახარჯი მასალების, პრეპარატების და დოკუმენტაციის კონტრილი)
- დაქვემდებერებული ექთნების ადაპტაციის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის უზრუნველყოფა
- სპეციალური (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მკაცრი აღრიცხვის სხვა) მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და განადგურების კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად
- სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალების, ელექტრონული ბაზებისა და ნაშთების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის წარმოება
- მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
- საექთნო დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და პაციენტის ბარათების წარმოების სისწორის კონტროლი
- ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა როგორც ბაზაზე, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში
აუცილებელია რომ :
- გქონდეს განათლება საექთნო მიმართულებით
- გქონდეს მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო საქმიანობაში
- გქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით
- იცოდე სპეციალური (ფსიქოტროპული/ნარკოტიკული) მედიკამენტების კონტროლის, შენახვისა და აღრიცხვის წესები (კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით)
- იცოდე საოფისე პროგრამები (MS Office) და სამედიცინო საინფორმაციო სისტემები
გაგვიხარდება თუ:
- გექნება ხელმძღვანელ / უფროსი ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გექნება გამოცდილება გადაუდებელი დახმარების სფეროში
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


