უფროსი ბუღალტერი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 18 ოქტ
- მისამართი
- ქ. თბილისი, სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი
- 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
სრული აღწერა
სს „ვიანი“ აცხადებს უფროსი ბუღალტრის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარებების შესრულება და მონიტორინგი;
- ყოველდღიური საბუთებისა და შედარების აქტების წარმოება;
- პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტები) მომზადება, წარმოება და მოწესრიგება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
- ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
- დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების მომზადება;
- დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული მიმართულებით;
- ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, MS Word და MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
- ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- Exact-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ACCA-ის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ოქტომბერი, 2026
„სს ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უფროსი ბუღალტერი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

