უფროსი არქიტექტორი
- ანაზღაურება
- 3 840 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
უფროსი არქიტექტორი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდი
ორგანიზაციის შესახებ:
ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარება და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის ხელშეწყობა;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტების განხორციელება.
კატეგორია:
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- საპროექტო დავალების მომზადება, მის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენციის დაგეგმვა;
- საპროექტო დავალების მომზადებისთვის საჭირო წინასწარი სამუშაოების ჩატარება, საპროექტო დავალებებში ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრა;
- საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი, პროცესში ჩართულობა, სამუშაოების (კვლევები, არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი,
საინჟინრო ნაწილი, ტექნოლოგიური ნაწილი, ხარჯთაღრიცხვა და ა.შ.) შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების
შეტანა;
- დასრულებული პროექტის საპროექტო დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის ინსპექტირება.
- სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
- სხვადასხვა არქიტექტორულ პროექტებში ჩართულობა, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება, აზომვითი დოკუმენტაციის შედგენა.
- არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
არქიტექტორი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ძმები ზუბალაშვილების N20, თბილისი
საკონტაქტო ტელეფონები:
2470014
დამატებითი მოთხოვნები:
- არანაკლებ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო, ინფრასტრუქტურული ან/და საინჟინრო შენობა - ნაგებობების პროექტირებაში;
- სავალდებულოა სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
- სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის უნარი;
- გუნდური მუშაობა.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ დამუშავდება მხოლოდ სამუშაოს შერჩევის პროცესში მონაწილეობისა და ვაკანტურ პოზიციაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით. აღნიშნული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, შემდგომში სხვა ვაკანსიებზე კანდიდატის გადარჩევის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან/და განადგურდება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
