უფროსი აქტუარი/მონაცემთა მეცნიერი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 25 ოქტ
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
სრული აღწერა
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, უფროსი აქტუარი/მონაცემთა მეცნიერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
- სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
- განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც უფროსი აქტუარი/მონაცემთა მეცნიერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- მონაცემთა ბაზის ანალიზი, ოპტიმიზაცია და დამუშავება;
- აქტუარული გათვლების მომზადება და მოდელირება (სტატისტიკური და მათემატიკური მოდელების გამოყენება);
- აქტუარული/მანქანური სწავლების (projection) მოდელების შემუშავება, მხარდაჭერა და ანალიზი;
- მონაცემების ვიზუალიზაცია;
- შიდა პროცესების გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და განხორციელება. (მანუალური პროცესების ავტომატიზირება);
- პროდუქტების შექმნის, ფასწარმოქმნისა და ოპტიმიზების მიზნით, tool-chain-ების შექმნა.
გამოგვეხმაურე, თუ
- გაქვს უმაღლესი განათლება ფიზიკის/მათემატიკის/ინფორმატიკის მიმართულებით (ბაკალავრი);
- გაქვს აქტუარის სერტიფიკატი/ხარისხი;
- გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- გაქვს მანქანური სწავლების მოდელების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;
- გაქვს SQL-თან მუშაობის გამოცდილება;
- გაქვს Python-თან მუშაობის გამოცდილება (ბიბლიოთეკები: Pandas, Numpy, Matplotlib, Seaborn, Scikit-learn, Tensorflow);
- იცი უმაღლესი მათემატიკა, სტატიტიკისა და ალბათობის თეორიები;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office პროგრამები.
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულს;
- ინიციატივიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას.
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უფროსი აქტუარი / მონაცემთა მეცნიერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

