უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 16 ნოებოლო ვადა: 15 დეკ
- მისამართი
- 44 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:30–18:00 (1 საათი შესვენება)
სრული აღწერა
Mycorner.ge ეძებს გაყიდვების მენეჯერს
Mycorner.ge უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც წლებია ექსკლუზიური მოდელით მუშაობს. ერთ სივრცეში ვთავაზობთ კლიენტებს ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას და საერთაშორისო სტანდარტით შეფასებას.
რას გთავაზობთ:
- მაღალ საბონუსე სისტემას;
- ექსკლუზიურ ობიექტებს, რაც ნიშნავს ნაკლებ კონკურენციას და მეტ დახურულ გარიგებას;
- სრულ იურიდიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას - თქვენ მხოლოდ გაყიდვაზე იქნებით ფოკუსირებული;
- მარკეტინგულ მხარდაჭერას;
- პროფესიულ განვითარებას და ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და კომფორტულ გარემოს.
სამუშაო პირობები:
- მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N44;
- გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:30–18:00 (1 საათი შესვენება);
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
თქვენი ამოცანები:
- კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- საკუთარი კლიენტების ბაზისა და ობიექტების პორტფელის შექმნა;
- მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების დახურვა.
ვის ვეძებთ:
- გაქვთ მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
- გაქვთ უმაღლესი განათლება ან ხართ ბოლო კურსის სტუდენტი;
- საკომუნიკაციო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას;
- ხართ შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა.
გსურთ მაღალი შემოსავალი და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა?
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@mycorner.ge
სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების მენეჯერი“
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


