კვადრატი
გაყიდვებიუძრავი ქონების გაქირავების აგენტი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- ბენეფიტები
- მუშაობას სტაბილურ და განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაქირავების აგენტის პოზიციაზე.
თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და გსურს განვითარდე უძრავი ქონების სფეროში, შემოგვიერთდი "კვადრატის" გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის უძრავი ქონების გაქირავების პროცესის მართვა;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- ობიექტების დათვალიერების ორგანიზება;
- გაქირავების პროცესის კოორდინაცია გარიგების დასრულებამდე;
- მომხმარებელთა ბაზასთან აქტიური მუშაობა;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას სტაბილურ და განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- კომპანიის მიმდინარე პროექტებთან მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: kv2georgia@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
