უძრავი ქონების ფოტო / დოკუმენტაციის ოფიცერი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ბენეფიტები
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
სრული აღწერა
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უძრავი ქონების ფოტო/დოკუმენტაციის ოფიცერი თბილისში,
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: უძრავი ქონების ფოტო/დოკუმენტაციის ოფიცერი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
პოზიციის მიზანი:
უძრავი ქონების ფოტო/დოკუმენტაციის ოფიცრის მთავარი მიზანია ორგანიზაციის მასშტაბით განახორციელოს იპოთეკური სესხის გაემის პროცესში ადგილის დასურათება და შემდეგ სურათები ატვირთვა კრედოს სამუშაო სისტემებში.
სამუშაოს აღწერა:
- მიღებული მონაცემების ასახვა ბაზებში;
- მსესხებლის ადგილზე ვიზიტი, დასურათება;
- დასურათებისთვის დავიზიტება ბანკის მიერ განსაზღვრული დროის ფარგლებში.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განცხადების მიღების ვადა: 12 ნოემბერი ,2026 წ.
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
