უძრავი ქონების ბროკერი
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 26 დეკ
- მისამართი
- თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. No4
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00; შაბათი, 11:00-15:00
სრული აღწერა
"Tbilisi Realtor" ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ბროკერს, რომელსაც აქვს გაყიდვების სფეროში გამოცდილება და სურს განვითარება უძრავი ქონების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების მოძიება და პორტფოლიოს მართვა;
- პორტფოლიოში არსებული ობიექტების პირადად გაცნობა და პროფესიული პრეზენტაციისთვის მომზადება;
- მესაკუთრეებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია;
- ობიექტების პრეზენტაცია და დათვალიერებების ორგანიზება;
- კომპანიის CRM სისტემასა და ვებგვერდზე არსებული განცხადებების მონიტორინგი და განახლება;
- მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების მართვა;
- ყოველდღიური საქმიანობისა და შედეგების CRM სისტემაში აღრიცხვა და რეპორტინგი.
მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
- ქართული ენის გამართული ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურებად სტაჟირებასა და პროფესიულ სწავლებას;
- სამუშაო მხარდაჭერასა და თანამედროვე ინსტრუმენტებს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მზარდ საკომისიო ანაზღაურებას, შედეგების მიხედვით.
სამუშაო პირობები:
- ადგილი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. №4;
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი, 11:00-15:00;
- დასაქმება: სრული განაკვეთი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ: info@tbilisireltor.ge. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "უძრავი ქონების ბროკერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

